ფეხბურთი

18:20 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა სატრანსფერო სისტემის რეფორმას იწყებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სატრანსფერო სისტემის რეფორმას იწყებს და ამ მიზნით სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც დაკომპლექტდა ფიფას, ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფკავშირის, ევროპულ კლუბთა ასოციაციის წარმომადგენლებით და ყოფილი ფეხბურთელებით. მათ შორის არიან - კაფუ, ზვონიმირ ბობანი, ედვინ ვან დერ საარი და მარკო ვან ბასტენი.

France Football-ის ინფორმაციით, კომისია რეფორმის 11 პუნქტზე მუშაობს. განსახილველ საკითხთა შორისაა შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარის დაწესება. ამასთან, აქტიურად განიხილება ფეხბურთელთა იჯარის აკრძალვის საკითხიც.

საბოლოოდ, ცვლილებებს დასამტკიცებლად ოქტომბერში, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117014