ფეხბურთი

14:07 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი, როგორც "ბაიერნის" ქომაგი

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელი იუპ ჰაინკესი “რეკორდმაისტერის” ჩვეულებრივ ქომაგებში ერევათ. მხცოვანმა გერმანელმა სპეციალისტს სახალისო ისტორია გადახდენია თავს, რომელიც პრესკონფერენციაზე მოჰყვა:

“დღეს დილით ლიფტში ვიყავი და ასაკოვანი წყვილი დამხვდა, სავარაუდოდ, ამერიკელები. ხელში “ბაიერნის” ჩანთა მეჭირა და ქალბატონი ინგლისურად მეუბნება: ოჰ, თქვენ “ბაიერნის” ქომაგი ხართ? – ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა”, - განაცხადა ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესმა “ბაიერნი” გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და ზაფხულში გუნდს დატოვებს.

0.125559