ფეხბურთი

13:38 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი მარიო ბალიტელი ახალი გუნდის ძიებაშია. ზაფხულში იტალიელი ფორვარდი დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება, თუმცა, უცნობია რომელ გუნდში.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ამჟამად მოლაპარაკებებს “რომასთან” აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ბალოტელის “ნიცასთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ნებისმიერ გუნდში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

27 წლის ბალოტელის ანგარიშზე ამ სეზონში 22 თამაში და გოლია ლიგა 1-ის მონაცემებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101195