ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ კლუბის წარუმატებელ თამაშში დამნაშავე არაა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ და არა მწვრთნელები.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გვქონდეს, ეს ნორმალურია. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ფეხბურთს მოთამაშეები თამაშობენ და არა მწვრთნელი. მწვრთნელს შეუძლია მოამზადოს გუნდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებიც მოედანზე გადიან”, - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტე “ჩელსიში” 2016 წლიდან მუშაობს. გასულ სეზონში “არისტოკრატებს” პრემიერლიგა მოაგებინა, მაგრამ წელს სიტუაცია შეიცვალა და ოთხეულში მოხვედრაც სირთულესთანაა დაკავშირებული.