კალათბურთი

2:25 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაზე პლეი-ოფში დაწყვილდნენ

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. შესაბამისად, გაირკვა იმ რვა გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ.

მათ შორის ერთ-ერთია თორნიკე შენგელიას “ბასკონია”, რომელმაც რეგურალური მეშვიდე ადგილზე 16 მოგებითა და 14 წაგებით დაასრულა. ესპანური გუნდი პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მეორეადგილოსანს, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ფენერბახჩეს” დაუპირისპირდება.

აქვე, დანარჩენი წყვილებიც:

ცსკა (რუსეთი) – “ხიმკი” (რუსეთი)

“ფენერბახჩე” (თურქეთი) – “ბასკონია” (ესპანეთი)

“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – “ჟალგირისი” (ლიტვა)

“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი) – “რეალი” (ესპანეთი)

პლეი-ოფის საწყისი მატჩები 17 და 18 აპრილს გაიმართება. ცსკა – “ხიმკის” გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე “პანათინაიკოსი” – “რეალის” საუკეთესოს, ხოლო “ფენერბახჩე” – “ბასკონიას” შორის გამარჯვებული “ოლიმპიაკოსი” – “ჟალგირისის” წყვილიდან საუკეთესოს დაუპირისპირდება. ოთხთა ფინალი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.

0.126406