უელსის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველი აარონს რემსი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის მოთამაშემ ხმების 70% მიიღო.
რემსიმ მოსკოვის ცსკა-თან მოგებულ (4:1) მეოთხედფინალურ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა კარში და ორი გოლი გაიტანა. აარონი ევროპა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ანტუან გრიზმანი (17%) გავიდა, ხოლო მესამეზე - ტიმო ვერნერი (7%).