“ბეტისის” ძირითადი მეკარე ანტონიო ადანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. 30 წლის კიპერს ოპერაცია ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე თვე გასტანს.
ესპანელ მეკარეს ძვლების ანთება ჰქონდა და სამი თვის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა, თუმცა სეზონის ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო და ოპერაციას დათანხმდა.
ადანს მიმდინარე ლა ლიგაში ყველა მატჩი სრულად ჰქონდა ნათამაშები და ამ 30 შეხვედრაში 53 გოლი გაუშვა.