“მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო “ინტერთან” (0:0) დერბი დელა მადონინაში მოპოვებული ქულით კმაყოფილია. “როსონერის” თავკაცის განცხადებით, მისი გუნდი წაგებას იმსახურებდა.
“ინტერმა” უფრო მეტი დაიმსახურა, რადგან ბევრი საფიქრალი გაგვიჩინა. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და მოპოვებული ქულით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან შეიძლებოდა წაგვეგო”, - განაცხადა გატუზომ.
შეგახსენებთ, “მილანი” 30 თამაშში მოპოვებული 51 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 8 ქულა აშორებს.