დანიური “რანდერსის” ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე დანიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 23 წლის ქართველი შემტევის თამაში თავად სუპერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
საბამ გასულ უიქ-ენდზე “ლიუნგბიუსთან” დუბლი შეასრულა და საკუთარ მოაგებინა – 2:0 (VIDEO).
ლობჟანიძე ზედიზედ მეორედ მოხვდა დანიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში. ქართველმა წინა ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა და მაშინაც საუკეთესო 11-ეულში შეიყვანეს.