კალათბურთი

11:00 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება “ოკლაჰომასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ოკლაჰომას” 111:107 აჯობა. ზაზა სასტარტო 5-ეულში გახლდათ და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 33:20 მოიგეს.

საოცარი მატჩი ჩაატარა რასელ უესტბრუკმა, რომელმაც გუნდს 44 ქულა, 16 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. “გოლდენ სტეიტში” დურანტი 34 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტს” 57 მოგებით და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გასვლა გარანტირებული აქვს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” “ინდიანას” დაუპირისპირდებიან, მატჩი 6 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზეა დაგეგმილი.

0.129635