კალათბურთი

20:45 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ოლადიპო და ლილარდი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “პორტლენდის” ლიდერი დემიენ ლილარდი, ხოლო აღმოსავლეთში ვიქტორ ოლადიპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ინდიანამ” სამივე შეხვედრა მოიგო, ოლადიპო კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26 ქულას, 6.7 პასს აგროვებდა. “პორტლენდმა” სამი შეხვედრა მოიგო ერთი წააგო, ლილარდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28.3 ქულას, 8.7 პასს და 6.3 მოხსნას აკეთებდა.

0.108409