ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვნელობასა და მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სეზონის ბოლოს ურთიერთობის დასრულებას ბრიტანული გამოცემები თითქმის გადაწყვეტილ ამბად მიიჩნევენ და ის თანხაც გაარკვიეს, რომლის გადახდა “არისტოკრატებს” იტალიელი სპეციალისტისთვის კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში მოუწევთ.
The Telegraph-ის ინფორმაციით, თუკი “ჩელსი” კონტეს თანამდებობიდან ამ ზაფხულს გაათავისუფლებს, კომპენსაციის სახით 10,2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ამასთან, ცნობილია, რომ მწვრთნელი საკუთარი სურვილით გადადგომას არ აპირებს.
კონტეს გაწვრთნილი “ჩელსი”, რომელმაც გასულ წელს ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 31 ტურში მოპოვებული 56 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან ზონას 8 ქულით ჩამორჩება.