ფეხბურთი

12:41 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხული, ვაკო და “მანჩესტერ იუნაიტედი”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ამ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მანჩესტრელები ამერიკაში წინასასეზონო მომზადებას გაივლიან და ხუთ საჩვენებელ მატჩს გამართავენ, მათ შორის ამხანაგურ ტურნირზე - International Champions Cup.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესო კი ეს ცნობა იმითაა, რომ ინგლისურმა კლუბმა ორი მეტოქის ვინაობა უკვე დაასახელა და მათ შორისაა MLS-ის “სან ხოსე”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი იცავს. აღნიშნული შეხვედრა 22 ივლისს, კალიფორნიაში გაიმართება, სამი დღით ადრე კი მანჩესტერელები არიზონაში მექსიკურ კლუბ “ამერიკას” დაუპირისპირდებიან. სხვა მეტოქეები მოგვიანებით დადგინდება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი სეზონის წინ ამერიკაში ტურნეს ზედიზედ მეორე წელია მართავს.

0.121825