ფეხბურთი

13:48 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “არ ვიცი დავრჩები თუ არა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ინგლისურ კლუბში.

“უნდა ვიყო გულწრფელი და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი თუ რა მოხდება მომავალ სეზონში. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც გუნდისთვის. კლუბის მენეჯერები არ არიან დარწმუნებული, რომ კარგად მუშაობა შემიძლია. არავინ იცის რა მოხდება 1 ან 2 თამაშის მერე. ამ ეტაპზე მხოლოდ შედეგებზე ვფიქრობ”, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა “არისტოკრატები” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ ჩაიბარა და პირველივე სეზონში მოახერხა ინგლისის ჩემპიონი გამხდარიყო, თუმცა შემდგომ “ლურჯების” ხელმძღვანელებთან ურთიერთობა დაეძაბა.

აქვე გეტყვით, რომ პრესკონფერენციის მსვლელობისას ითქვა კონტეს შესაძლო დაბრუნებაზე იტალიის ეროვნულ ნაკრებში. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში შესაძლო კანდიდატებს უკვე განიხილავენ და საბოლოოდ 20 მაისს გახდება ცნობილი თუ ვინ ჩაიბარებს “სკუადრა აძურას”.

0.118427