ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯონ იზნერმა მაიამის მასტერესი მოიგო. ჯონისთვის ეს პირველი მოგებული მასტერსია, ჯამში ერთეულთა თანრიგში კი მე-13 ტიტულია.
ფინალში იზნერმა გერმანელი ალექსანდ ზვერევი 6:7, 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე ზვერევი უშეცდომოა და 7:4-ს იგებს. მეორე პარტიაში 4:4-ზე იზნერი მოულოდნელად ბრეიკს ასრულებს და ანგარიშს ათანაბრებს. მესამე სეტშიც 4:4-ზე ჯონი საჩემპიონო ბრეიკს აკეთებს.
იზნერმა ამ გამარჯვებით 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.