ფეხბურთი

19:42 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის დუბლი დანიის ჩემპიონატში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის პლეი-აუთის ზონაში "რანდერსის" რიგებში ჩინებული მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძემ. 23 წლის ქართველმა შემტევმა დუბლი VIDEO შეასრულა და თავის გუნდს უშუალო კონკურენტი "ლიუნგბიუ" დაამარცხებინა - 2:0. საბამ გოლები პირველივე ტაიმში, მე-15 და 31-ე წუთებზე მიითავალა, ხოლო 66-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსმა" 23 ქულა აქვს და ბოლო პოზიცია სწორედ "ლიუნგბიუს" გაუცვალა. ლობჟანიძის ანგარიშზე სუპერლიგაში 24 მატჩი და 5 გოლია. აქვე გეტყვით, რომ ქართველმა წინა ტურში გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ასე, რომ მშვენიერ ფორმაში იმყოფება.

ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ვენის “რაპიდმა” სტუმრად “მატერსბურგი” დაამარცხა 4:2. დედაქალაქელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, თუმცა გოლი არ გაუტანია. გიორგი 66-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი, 28-ე წუთზე შვაბს საგოლე პასი გაუკეთა. “რაპიდს” 46 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ჯიმი ტაბიძის “უფა” საკუთარ მოედანზე “ზენიტთან” დამარცხდა (1:2). მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, რომელიც 73-ე წუთზე თავდამსხმელით შეცვალეს. “უფას” 34 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

აქვე, “ურალი” ყაზანის “რუბინს” დაუზავდა საკუთარ მოედანზე (1:1). ეკატერინბურგელთა რიგებში მოედანზე 84-ე წუთიდან გამოჩნდა გიორგი ჭანტურია. მისი გუნდი კი, 24 ტურის თავზე 29 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

ყაზახეთის პრემიერლიგის მესამე ტურში “ტობოლი” სტუმრად “კიზილჟართან” გამარვებული გამოვიდა – 2:1. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, ხოლო ნიკა კვეკვესკირი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა. თავის მხრივ, მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშეს გოგიტა გოგუამ, გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა. გოგუა ყვითელ ბარათს გამორჩა. “კიზილჟარი” სამი ტურის თავზე უქულოდ ასპარეზობს, ხოლო “ტობოლს” 6 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია.

ესპანეთის ლიგა ადელანტეში “სევილიას” მეორე გუნდმა “ბარსელონას” ამავე კატეგორიის გუნდი დაჯაბნა (3:1). ანდალუზიელთა შორის არ უთამაშია გიორგი აბურჯანიას, რომელიც თადარიგში დარჩა. მისი გუნდი 22 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.115165