ძიუდო

18:44 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ქართულ-ფრანგული გრან პრი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრი 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 38 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. სამდღიანი შეჯიბრების დასკვნით დღეს საპრიზო სამეულები კაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიDშეივსო, ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კონკურენციაში 15 სპორტსმენი ჩაება და მათგან 3-მა მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ჩემპიონი გახდა, გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ონისე სანებლიძე (100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) - ბრინჯაოებს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე პირველ ნომრად იყო განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაება და აზერბაიჯანელი ჯალილ შუკუროვი ორ წუთში დაანარცხა ბეჭებზე. ჰოლანდიელ ხურ სპიკერსს წუთი აკმარა. ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი შებოჭა. ფინალში კი ირანელ ჯავად მაჰჯუბთან ვაზარით ჩამორჩენა შებოჭვით შემოატრიალა, თავად თბილისის გრან პრიზე პირველი მედალი მოიპოვა, საქართველოს ნაკრებს კი მეხუთე ოქრო მოუტანა და გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონება გაუნაღდა.

გრან პრის ჩემპიონობით გურამ თუშიშვილმა 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ვერცხლის პრიზიორმა გიორგი პაპუნაშვილმა – 490, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებმა ონისე სანებლიძემ და ლევან მატიაშვილმა – 350-350.

გიორგი პაპუნაშვილმა პირველ მეტოქეს – თურქმენ ტეჟენ ტეჟენოვს სამ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა. ბრაზილიელ გუსტავო ასისთან ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ სწრაფადვე გამოიჭირა მეტოქე შებოჭვაზე. პოლონელ პიოტრ კუჩერას წუთი და 37 წამი აკმარა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შეხვდა. უილეთო შეხვედრაში, საფინალო გონგამდე 17 წამით ადრე გროსკლაუსმა მესამე გაფრთხილება მიიღო.

საჩემპიონო ბრძოლაში გიორგი პაპუნაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს - ბრაზილიელ რაფაელ მასედოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში, მეექვსე წუთზე ვაზარით დამარცხდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე პაპუნაშვილი საპრიზო სამეულში პირველად შევიდა.

ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორმა ონისე სანებლიძემ გერმანელი დომენიკ შონეფილდისა და ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეშის ძლევის შემდეგ, ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა – რუსეთის ნაკრების წევრ მერაბ მარგიევთან შებოჭვაზე მოჰყვა. რეპეშაჟში 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ ყაზახი ჟასულან მუხამეტხანოვი დაამარცხა, "ბრინჯაოს ფინალში” კი თანაგუნდელ იასონ ნემსაძეს დასჭიდებოდა, მაგრამ ტატამზე მარტო მოუწია გასვლა და უბრძოლველად იმარჯვა.

იასონ ნემსაძემ ძირითად ბადეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ლიტველი კაროლის ბაუზას, რუსი რამაზან მალსუიგენოვისა და ირლანდიელი ბენჯამინ ფლეჩერის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ებრაელ პეტერ პალჩიკთან წააგო.

მძიმე წონაში ოთხი ქართველიდან სამი სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოხვდა. ადამ ოქრუაშვილისა და ლევან მატიაშვილის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და უილეთო ბრძოლის ბედი ოქრუაშვილის მესამე გაფრთხილებამ გადაწყვიტა. ამ წაგების შემდეგ ადამ ოქრუაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ ტატამზე აღარ გასულა.

ლევან მატიაშვილმა თანაგუნდელის ძლევამდე კუბელი ენდი გრანდა ჩამოიშორა. გურამ თუშიშვილთან წაგების მერე კი, რეპეშაჟის ფინალში ფრანგი ჰამზა ოუჩანი დაანარცხა ტატამს დაგ რან პრის კვარცხლბეკზე მეცხრედ ავიდა.

ბადის მეორე მხარეს ონისე ბუღაძემ ყაზახ დაურენ ნურალინოვსა და ბრაზილიელ ჯონას ინოსენსიოს მოუგო. ნახევარფინალში კი ირანელ მაჰჯუბთან ვეღარას გახდა და ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიელ სპიკერსს დაეჭიდა. უილეთო 4 წუთის შემდეგ, ბრინჯაოს ბედი "ოქროს დროში” შიდომ გადაწყვიტა, ჰოლანდიელის სასარგებლოდ.

დღესვე, საქართველოს სახელით ტატამზე გავიდნენ: გიორგი გველესიანი, ნოდარ ბერიანი, თორნიკე ჯუღელი (სამივე 90 კგ), ლაშა ტაველური, დავით ოზბეთელაშვილი (ორივე 100 კგ), ნინო ოძელაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი და ელენე ქებაძე (ორივე +78 კგ), მაგრამ ტურნირს დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთს მხოლოდ ვერცხლ-ბრინჯაოებით აჯობა. ფრანგებმა ხუთივე ოქროს მედალი ქალთა შეჯიბრებაზე მოიპოვეს.

ძიუდო

თბილისის გრან პრი

30 მარტი – 1 აპრილი

კაცები

60 კგ

1 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ლაშა ჩადუნელი (საქართველო)

3 თემურ ნოზაძე (საქართველო)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 დანიელ კარნინი (ბრაზილია)

3 შახრამ ახადოვი (უზბეკეთი)

3 დანიელ ჟანი (საფრანგეთი)

5 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)

7 ნიკო ჭიკაიძე (საქართველო)

73 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

3 ნილს სტამპი (შვეიცარია)

3 სემ ვანტვესტენდი (ჰოლანდია)

7 ომარ ნიაზაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)

2 ანრი ეგუტიძე (პორტუგალია)

3 სერგეი კრივჩაჩი (უკრაინა)

3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

5 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

7 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 რაფაელ მასედო (ბრაზილია)

2 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

3 პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)

3 ლი კოხმანი (ისრაელი)

100 კგ

1 პეტერ პალჩიკი (ისრაელი)

2 მერაბ მარგიევი (რუსეთი)

3 ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია)

3 ონისე სანებლიძე (საქართველო)

5 იასონ ნემსაძე (საქართველო)

7 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 ჯამალ მაჰჯუბი (ირანი)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 ხურ სპიკერსი (ჰოლანდია)

5 ონისე ბუღაძე (საქართველო)

7 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

ქალები

48 კგ

1 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

2 მილისა ნიკოლიჩი (სერბეთი)

3 მელანი კლემენი (საფრანგეთი)

3 სარა მენეზეში (ბრაზილია)

52 კგ

1 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

2 ეველინ ჩოპი (შვეიცარია)

3 გულბადამ ბაბამურატოვა (თურქმენეთი)

3 ანია შტანგარი (სლოვენია)

7 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

57 კგ

1 ტერეზა შტოლი (გერმანია)

2 ელენ რესევო (საფრანგეთი)

3 ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)

3 ამელია შტოლი (გერმანია)

63 კგ

1 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

2 კაროლინა ტალახი (პოლონეთი)

3 ლუბიანა პიოვესანა (ბრიტანეთი)

3 ლუსი რენშალი (ბრიტანეთი)

70 კგ

1 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

2 კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა)

3 მარიამ ჭანტურია (საქართველო)

3 კაროლა პაისონი (იტალია)

78 კგ

1 ოდრი ჩემეო (საფრანგეთი)

2 ანასტასია ტურჩინი (უკრაინა)

3 მადელინ მალონგა (საფრანგეთი)

3 ბეატა პაჩუტი (პოლონეთი)

+78 კგ

1 რომან დიკო (საფრანგეთი)

2 მარინა სლუცკაია (ბელარუსი)

3 სანდრა იაბლონსკიტე (ლიტვა)

3 ან ფატუმატა მბაირო (საფრანგეთი)

საერთო გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ V VII

1 საქართველო 5 3 6 4 6

2 საფრანგეთი 5 1 4 1 1

3 ბრაზილია 1 1 1 0 4

4 ისრაელი 1 0 2 3 2

5 გერმანია 1 0 1 2 1

0.238078