ფეხბურთი

21:45 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ფეხბურთელი სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა

ესპანური “ალბასეტეს” ფეხბურთელი პელაიო ნოვო გარსია სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს. ინცინდენტი უესკას ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც “ალბასეტე” ადგილობრი გუნდთან მატჩისთვის ემზადებოდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია მომხდარის მიზეზი. როგორც ცნობილი ხდება, პელაიოს მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამავდროულად სტაბილური და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“უესკასა” და “ალბასეტეს” შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

0.114514