მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო ალარკონი “მანჩესტერ სიტის” თვალთახედვის არეში მოხვდა. Mirror-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლამ გუნდის ხელმძღვანელობას 25 წლის ესპანელის ტრანსფერზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.
უკვე მზადაა წინადადებაც – “სიტი” მზადაა ისკოს სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გაიღოს.
ტრანსფერის ალბათობას გვარდიოლას ფაქტორიც უწყობს ხელს და ამავდროულად, ისკოს არცთუ ბევრი სათამაშო დრო “რეალში”.
ესპანეთისა და არგენტინის მატჩის დასრულების შემდეგ ისკომ განაცხადა, რომ “ფურია როხაში” მას ენდობიან, ხოლო “სამეფო კლუბში” მსგასვ ვითარებაში არ იმყოფება.