ფეხბურთი

20:20 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯის გარეშე ჩაივლის

ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯების სია გამოაქვეყნა. რუსეთში გასამართ მუნდიალს 36 მსაჯი და 63 დამხმარე მსაჯი მოემსახურება, მათ შორის კი ბრიტანელი მსაჯი არ ფიგურირებს. როგორც BBC-ი იუწყება, 1938 წლის შემდეგ პირველად მოხდება, როდესაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბრიტანელი მსაჯი არ იმუშავებს.

უეფას ზონიდან 10 მთავარი და 20 დამხმარე მსაჯი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელი არაა, რადგან ბოლო ბრიტანელი მსაჯი, რომელიც დიდ ტურნირს მოემსახურა მარკ კლატენბურგი იყო. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, აღნიშნული პიროვნება საუდის არაბეთში წავიდა, სადაც მსაჯებს ხელმძღვანელობს, შესაბამისად ბრიტანეთმა ადგილი დაკარგა. ფეხბურთის ასოციაციამ სთხოვა ფიფას მარკი სხვა მსაჯით შეეცვალა, თუმცა უარი მიიღო.

თეგებიმუნდიალი 2018
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115011