ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი დრის მერტენსი თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს გაეხუმრა. “ნაპოლის” შემტევმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, რომელშიც თავად ფეხზე დგას, ხოლო ლუკაკუ მუხლებით დგას მინდორზე... მოკლედ, საკმაოდ უხერხული ფოტოა.
მერტენსმა კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა და “მანჩესტერის” ფორვარდს გაეხუმრა:
“არსებობს ხვა გზებიც პასისთვის მადლობის გადასახდელად, რომ”, - დაწერა მერტენსმა.
ბელგიამ ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის 4:0 დაამარცხა, ხოლო ლუკაკუმ დუბლი შეასრულა.