არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:6) შემდეგ ისაუბრა. 58 წლის სპეციალისტის განცხადებით, ანალიზი ცივი გონებით უნდა გაკეთდეს.
“ჩვენ გვჭირდება, რომ თამაში ცივი გონებით გავაანალიზოთ. შედეგი ანტიპათიურია. უნდა შევისწავლოთ ჩვენი სუსტი წერიტლები. მატჩის პირველი ნაწილი ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ჩაატარეს, მაგრამ თამაში გრძელდება 90 წუთი. მარცხზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ”, - განაცხადა სამპაოლიმ.
შეგახსენებთ, ესპანეთმა მადრიდში “ალბისელესტე” 6:1 გააცამტვერა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ისკო ალარკონმა, ხოლო სამხრეთამერიკელთაგან ერთადერთი გოლი ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა.