საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დღეს მარჯვენა მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს. მოსკოვის “სპარტაკის” ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს რომის კლინიკა, “ვილა სტიუარტში” უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა, რომელმაც მყესების დაზიანება დაადასტურა.
შესაბამისად, ჯანოს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ზუსტად რა დრო გაუცდება.
შეგახსენებთ, ანანიძემ ტრავმა ლიტვასთან მატჩში მიიღო და წინასწარი ცნობით, თამაშს 5-6 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.