მსოფლიოს 186-ე ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა მაიამის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა. ვიკამ მეოთხედფინალში მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, კაროლინა პლისკოვა 7:5, 6:3 დაამარცხა.
ნახერფინალში აზარენკა სლოან სტივენს შეხვდება. მატჩი 29 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ვიკა მეტოქეს 3:1-ს უგებს.
მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 7.9 მილიონი ამერიკული დოლარია.