ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ, უეფა-მ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ახალი წესი შემოიღო, რომელიც ძალაში, დამდეგი, 2018-2019 წლების სეზონიდან შევა. აქამდე, უკვე ცნობილი იყო, რომ მატჩები ახალი დროით გაიმართებოდა. თუმცა, ახლა სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც დაემატა:
2018-2019 წლების სეზონიდან პლეი-ოფის სტადიაზე, დამატებით დროში გუნდებს მეოთხე ცვლილების გაკეთება შეეძლებათ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ევროპა ლიგის ფინალში და უეფას სუპერთასის მატჩზე გუნდებს სამატჩო განაცხადში 23 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ. დანარჩენ შეხვედრებში კი, როგორც აქამდე, 18 ფეხბურთელი მოხვდება განაცხადში (11 ძირითადში, 7 სათადარიგო სკამზე).
მატჩების დაწყების ახალი დრო
ჩემპიონთა ლიგაზე მატჩები დაიწყება 21 საათიდან (თბილისის დროით 23:00 ან 00:00 საათი). თუმცა, სამშაბათს და ოთხშაბათს, ორ-ორი შეხვედრა ნაადრევად, 18:55 საათზე დაიწყება (ჩვენი დროით 20:55 ან 21:55 საათზე). ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები ყველა პარალელურ რეჟიმში გაიმართება.
ზამთრის შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს საერთო განაცხადისთვის სამი ახალი ფეხბურთელის დამატება შეეძლებათ.