პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას არ აპირებს. Telefoot-ის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველი ამ ეტაპზე “წითელი ეშმაკებიდან” აბარგებას არ განიხილავს და დამდეგ სეზონსაც “ოლდ ტრაფორდზე” გაატარებს.
ბოლო პერიოდში პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე არაერთხელ დაიწერა. სწორედ ამის გამო პოლს სხვა კლუბებს უკაშირებდნენ. მათ შორის, ყველაზე აქტიურად ტურინის “იუვენტუსს”.
აღსანიშნავია, რომ პოლ პოგბა უკანასკნელ პერიოდში “მანჩესტერის” ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ვერ ხვდება.