შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მაიამის მასტერსის მეორე რაუნდში ტანასი კოკინაკისთან 6:3, 3:6, 6:7 დამარცხდა. 36 წლის როჯერმა 21 წლის მოთამაშესთან წაგების გამო რეიტინგში 990 ქულა დაკარგა და შესაბამისად, ორშაბათს განახლებულ რეიტინგში პირველობას რაფაელ ნადალს დაუთმობს, რომელსაც ტრავმის გამო ტურნირზე არ უთამაშია.
ავსტრალიელი ჩოგბურთელი 178-ე პოზიციაზე იმყოფება და ფრანცისკო კლავეტის შემდეგ გახდა ყველაზე დაბალრეიტინგული ჩოგბურთელი, რომელმაც პირველ ნომერს აჯობა. 2003 წელს ესპანელმა (178) ლეიტონ ჰიუიტი დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ფედერერმა განაცხადა, რომ მატჩის მსვლელობის დროს ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდა, თავს კარად არ გრძნობდა და არაფერი გამოსდიოდა. შვეიცარიელმა ასევე დაანონსა, რომ გრუნტის საფარზე გამართულ ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებს და ასეთი გადაწყვეტილება როჯერმა ზედიზედ მეორე წელს მიიღო.
კოკინაკისი კი პროგრესს აგრძელებს. მიმდინარე ტურნირზე უკვე მეოთხე თამაში მოიგო (ორი საკვალიფიკაციო ეტაპზე) და მესამე წრეში ფერნანდო ვერდასკო შეხვდება.