ვეტერანი შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ გამორიცხავს, რომ სანაკრებო კარიერა განაახლოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. როგორც ლოს ანჯელეს “გალაქსის” ახალწვეულმა განაცხადა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
“თუ მომინდება, მე წავალ მსოფლიოს ჩეპიონატზე, თუ არ მომინდება – არა. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მჭირდება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო და ფეხბურთი ვითამაშო. დავინახავთ, როგორ ფორმაში ვარ, როდესაც მოედანზე დავბრუნდები”, - აღნიშნა ზლატანმა.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. შვედეთი კი მუნდიალზე მას შემდეგ გავიდა, რაც პლეი-ოფში იტალია დაამარცხა.
ახლახან, 36 წლის ზლატანმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა და კარიერას ამერიკაში, ლოს ანჯელეს “გალაქსიში” გააგრძელებს.