არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ იტალიასთან (2:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. სამხრეთამერიკელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს მეორე ტაიმში უფრო გაუჭირდა.
გარდა ამისა, მან პაულო დიბალასა და მაურო იკარდის შესახებაც ისაუბრა.
“მე ვნახე საინატერესო თამაში. ჩვენთვის მეორე ტაიმი უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი ნახევარი, რადგან იტალია ზეწოლას კარგად ახდენდა.
დიბალა და იკარდი? – ისინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და ჯერჯერობით ეს საკითხი ღიაა. აქამდე ყოველთვის ვიძახებდი ნაკრებში მათ და არ გამოვრიცხავ, რომ მუნდიალზეც წავიყვანო”, - განაცხადა სამპაოლიმ.