არგენტინის ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. გუნდის ლიდერი ლიონელ მესი კი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია “ალბისელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ დაადასტურა.
“ესპანელთის ნაკრების წინააღმდეგ მესი ითამაშებს. საგანგაშო არაფერია, იტალიასთან მატჩი სიფრთხილის გამო გამოტოვა”, - განუცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა Rai-ს.
აქვე გეტყვით, რომ პირველ ამხანაგურ მატჩში არგენტინამ იტალიას 2:0 სძლია. “სკუადრა აზურასთან” მატჩში მესიმ კუნთების მცირე ტრავმის გამო არ ითამაშა. რაც შეეხება მომდევნო თამაშს, “ალბისელესტე” ესპანეთს 27 მარტს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.