ფეხბურთი

20:10 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანტიაგო კანისარესის 5 წლის შვილი გარდაიცვალა

ცნობილი ესპანელი მეკარის, სანტიაგო კანისარესის 5 წლის შვილი გარდაიცვალა. მცირეწლოვანმა სანტიმ ერთწლიანი მძიმე ავადმყოფობა ვერ დაამარცხა და სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია კანისარესმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სანტიაგო კანისარესი მეოცე საუკუნის მუწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი გამორჩეული კიპერი იყო.

უთამაშია ვიგოს “სელტაში”, მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიაში”. ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხოლო 1993-2006 წლებში ესპანეთის ნაკრების კარი 56-ჯერ დაიცვა.

კანისარესს კიდევ 6 შვილი ჰყავს – კარლოტა, ლუკასი და ოლივია პირველი ქორწინებიდან, ხოლო მარინა, ინდია და მარტინა მეორე ქორწინებიდან.

0.120187