არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხორხე სამპაოლის თქმით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. “ალბისელესტეს თავკაცმა ისიც განაცხადა, რომ არგენტინა ლიონელ მესის გუნდი უფრო არის, ვიდრე მისი.
“ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ის ამ ეტაპზე კარიერის პიკშია და შეუძლია არგენტინას გამარჯვება მოაპოვებინოს. სიმართლე გითხრათ ეს მისი გუნდი უფროა, ვიდრე ჩემი”, - განუცხადა 58 წლის სპეციალისტმა Sports Mole-ს.
თავად ფეხბურთელიც მიიჩნევს, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი მისთვის ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ სანაკრებო დონეზე წარმატებას მიაღწიოს.
აქვე გეტყვით, რომ არგენტნის ნაკრები D ჯგუფში ისლანდიასთან, ხორვატიასთან და ნიგერიასთან ერთად არის განთავსებული.