კალათბურთი

10:24 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ათასიანი თორნიკე შენგელია...

საქართველოს ნაკრებისა და “სასკი ბასკონიას” ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ევროპის საუკეთესო საკალათბურთო ტურნირში, ევროლიგაში საიუბილეო, მეათასე ქულა მიითვალა. აღნიშნულ შედეგს თორნიკემ გუშინ, გერმანულ “ბამბერგთან” მატჩისას უწია და იმავე მატჩში მიღწევა ოდნავ გააუმჯობესა კიდეც.

შენგელიას ამჟამად ევროლიგაში 1006 ქულა აქვს ჩაგდებული და ამისთვის 92 თამაშის ჩატარება დასჭირდა (საშუალოდ მატჩში 10.9 ქულა).

საერთოდ, ქართველი ევროლიგაში მეხუთე სეზონს ატარებს და სტატისტიკა ასეთია:

თამაში – 92

ქულა – 1006 (10.9)

ორქულიანი – 313/587 (53.3%)

სამქულიანი – 46/129 (35.7%)

ჯარიმა – 242/326 (74.2%)

მოხსნა – 456 (5)

ჩაჭრა – 64 (0.7)

დაფარება – 45 (0.5)

პასი – 127 (1.4)

აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ევროლიგაში დებიუტი 2011-2012 წლების სეზონში ბელგიური “შარლერუას” რიგებში ჰქონდა. შემდეგ იყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ხოლო ევროლიგას 2014-2015 წლების სეზონში ესპანურ “ლაბორალში” დაუბრუნდა. 2016 წლიდან კი, “ბასკონიას” მაისურით თამაშობს.

0.115229