მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ამბობს, რომ მუნდიალზე წასვლა მშვიდ ვითარებაში სურს. ფრანგი შემტევის განცხადებით, დარჩება თუ არა “ატლეტიკოში”, ამას მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყვეტს.
“ჩემი მომავალი მუნდიალის დაწყებამდე გადაწყდება. მინდა რუსეთში გაურკვევლობის გარეშე წავიდე. მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებული მხოლოდ ფეხბურთზე ვიყო”, - განუცხადა გრიზმანმა L’Equipe-ს.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანს “ბარსელონას” უკავშირებენ და გავრცელებული ინფორმაციით, ის კატალონიაში სახლსაც ეძებდა.