გამთენიისას “დალას მავერიკსის” გერმანელმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ ნბა-ს რეგულარულ სეზონში 1463-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც ლეგენდარულ კევინ გარნეტს გადაასწრო. ამ მაჩვენბელით დირკი მეხუთეა. გერმანელს შემდეგი კალათბურთელები უსწრებენ კარლ მელოუნი (1476 მატჩი), ჯონ სტოქტონი (1504), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (1560), რობერტ პერიში (1612)
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნოვიცკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს.