კალათბურთი

22:50 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარტერმა იუინგს გადაასწრო

“საკრამენტო” შინ “დეტროიტთან” 90:106 დამარცხა. ვინს კარტერმა დეტროიტელებს 7 ქულა ჩაუგდო და ნბა-ს ისტორიაში 24 817 ქულა დაუგროვდა, რითაც “ნიუ იორკ ნიქსის” ლეგენდარულ ცენტრს პატრიკ იუინგს (24 815) გადაასწრო. ამ მაჩვენებლით კარტერი ნბა-ს ისტორიაში 22-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ნბ-ას ისტორიაში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122259