ფეხბურთი

12:59 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის აკვირდებიან

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ფრანგული “ნიცას” იტალიელ თავდამსხმელზე, მარიო ბალოტელიზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მარიო კვლავ დაკვირვების ქვეშაა და შესაძლოა, ნაკრებში უხმოს.

“თავდამსხმელისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ თამაშობს ის. მე ვაკვირდები მას და ვნახავ თუ რა შეუძლია. დაკვირვების პროცესი მომდევნო ოთხ თვეს გასტანს.”

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც ლუიჯი დი ბიაჯოს ყურადღება მიიპყრო.

0.112788