ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “სან ანტონიოს” ესტუმრა და 75:89 დამარცხდა, ქართველ კალათბურთელს კი ტეხასელი გულშემატკივარი სტვენით დაუხვდა. “სპურსის” ქომაგთა აგრესიის მიზეზი გასული წლის პლეი ოფში მომხდარი შემთხვევაა, როცა ზაზასთან შეჯახების შემდეგ კავაი ლეონარდი დაშავდა.
გამოცდილი ფაჩულიასთვის მეტოქის გულშემატკივართა ამგვარ დამოკიდებულებას თამაშში ხელი არ შეუშლია, ის “გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
გოლდენ სტეიტელთაგან 20 ქულა მოაგროვა ქუინ კუკმა, ხოლო “სან ანტინიოს” 33 ქულით ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ კევინ დურანტს, სტეფ კარისა და კლეი ტომპსონს, დრეიმონდ გრინი კი მატჩის მეორე პერიოდში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩს 23 მარტს, შინ, “ატლანტასთან” გამართავს.