ფეხბურთი

1:12 | 20.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურის სიმბოლურში ერთბაშად ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა - "კორონას" ფორვარდი ნიკა კაჭარავა და "პოგონის" მცველი ლაშა დვალი.

კაჭარავამ გასულ უიქ-ენდზე "გორნიკთან" გოლი გაიტანა და თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, ხოლო დვალმა "ტერმალიცასთან" საერთოდაც დუბლი მიითვალა.

ორივე ჩვენებური ტურის სიმბოლურში მიმდინარე სეზონში მესამედ მოხვდნენ და ორივე ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით.

0.120062