ფეხბურთი

11:12 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკომ კვლავ გაიტანა, "სან ხოსე" დამარცხდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. "სან ხოსე" "სპორტინგ კანზას სიტის" ეწვია და 2:3 დამარცხდა, სტუმართა მხრიდან ერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა 34-ე წუთზე გაიტანა.

MLS-ის სტარტი ყაზაიშვილს მშვენიერი გამოუვიდა. პირველ შეხვედრაში ვაკომ თავი ერთხელ გამოიჩინა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ახლა კი კვლავ გაიტანა გოლი. ვაკო "სან ხოსეს" გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 17 მატჩში გულშემატკივრები შვიდჯერ გაახარა და თანაგუნდელებს ოთხჯერ გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11735