პოლონეთის ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურში "პოგონმა" "ტერმალიცა" გასვლაზე 4:2 დაამარცხა, სტუმართა გამარჯვებაში კი თავისი წვლილი მცველმა ლაშა დვალმაც შეიტანა. 22 წლის ფეხბურთელმა 54-ე და 57-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ლაშას გოლებამდე მასპინძლები 2:1 იგებდნენ.
მიმდინარე სეზონში დვალმა 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ლაშა "პოგონის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ
შვილზე მეტი გოლი კი აქვს უკვე გატანილი. იმ უდღეურს ვგულისხმობ, დვალიშვილს.
ყოჩაღ
სამწუხაროდ მისი კლუბი ქვეითდება ..
იქ ისევ ჯგუფები და მერე პლეიოფებია, ადრეა ჯერ დაქვეითებამდე...
ხო?! კარგია. ეს ბიჭი მერამდენე წელია მუდმივი პრაქტიკა აქვს, არ არის ეს შემთხვევითი ამბავი
ჰო ეგრეა... ძაან კარგი მცველია, ტექნიკურიცაა, სიმაღლეც აქ და გოლებსაც იტანს : ) ცენტრალურ მცველებში არ გვაქ პრობლემა ნაკრებში : )
ერთი პერიოდი მეკარეების პრობლემა იყო და მერე ერთბაშად ლორია და რევიშვილი გამოჩნდნენ და ასე თუ ისე მეკარის პრიბლემა მოიხსნა, იგივე ვარიანტია დაცვის ცენტრშიც, ბოლოსკენ როგორ უჭირდათ ხიზანიშვილს, ამისულაშვილს..და უცებ რამდენი ცენტრალური მცველი გაიჩითა
მარჯვენაზე კიდე კაკაბა დგას მგელივით : ) აი მარცხენასი რამოგახსენო : )))
ოოო მარცხენაზე ცუდადაა საქმე, ნავალოვსკის უკვე კლუბშიც პრობლემები აქვს როგორც ჩანს..
ლაკვეხელიანი მომწონს ძალიან : ) იმედია დადგება კარგი მცველი მისგან : )