“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობას გადაახალისებს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუკ შოუ, ენტონი მარსიალი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, დავიდ დე ხეა, მატეო დარმიანი, მარუან ფელაინი, აქსელ ტუანზებე, დელეი ბლინდი, ფილ ჯონსი – ეს პორტუგალიელი მწვრთნელის შავი სიაა.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სეზონს წარუმატებლად ატარებს. პრემიერლიგაში საჩემპიონო შანსი დაკარგული აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.