ფეხბურთი

2:08 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერეირა-კარასკომ გაიტანი სიკვდილისგან იხსნა (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის ბინადარ “დალიან იფანგის” ფეხბურთელი ნიკოლას გაიტანი სიკვდილს გადაურჩა. არგენიტნელი ნახევარმცველი “გუოანთან” მატჩის 56-ე წუთზე მეტოქეს შეეჯახა, რის შემდგომაც მოედანზე უგონოდ დაეცა.

სამხრეთამერიკელს გონება დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ჯერ ერთ-ერთი ჩინელი თანაგუნდელის, ხოლო შემდეგ იანიკ ფერეირა-კარასკოს დახმარებით სიტუაციიდან გამოვიდა. ბელგიელმა გაიტანს ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა მანამ, სანამ სამედიცინო შტაბი მოედანზე აღმოჩნდებოდა.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ნიკო გაიტანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, გაიტანი და ფერეირა-კარასკო ჩინურ გუნდს ცოტა ხნის წინ, მადრიდის “ატლეტიკოდან” შეუერთდნენ. საგულისხმოა, რომ “დალიანმა” სეზონი კატასტროფულად დაიწყო, სამივე თამაში წააგო, 13 გოლი გაუშვა და თავად ჯერაც არ გაუტანია.

0.119462