გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის კიდევ ორი მატჩი. “ვიტ ჯორჯიამ” შინ 1:0 მოუგო მარტვილის “მერანს”, ხოლო “თელავი” და “გაგრა” კახეთში ფრეზე გაიყარნენ – 1:1.
ეროვნული ლიგა2 საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს, რადგან გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა და არც აუტსაიდერი ჩანს. ამას აქამდე ჩატარებული მატჩები და ცხრილიც ადასტურებს.
ისე კი, ლიდერი “ვიტ ჯორჯიაა”. გუნდმა სამ მატჩში შვიდ ქულას მოუყარა თავი.
ეროვნული ლიგა 2. მესამე ტური
მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გეთიაშვილი (72)
თელავი. გივი ჩოხელი
თელავი – გაგრა 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (22), 1:1 გოგატიშვილი (70)
გუშინ გაიმართა
სამგურალი (წყალტუბო) – ნორჩი დინამო (თბილისი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლაღაძე (73)
შევარდენი (თბილისი) – ცხინვალი 2:2 (2:1)
გოლები: 1:0 გედენიძე (3), 1:1 შალამბერიძე (42), 2:1 პატარკაციშვილი (45+2), 2:2 ანდრო ნემსაძე (87)
17 მარტს 18:30 საათზე ქუთაისის “რამაზ შენგელიაზე” დაიწყება ტურის ბოლო მატჩი: შუქურა (ქობულეთი) – დინამო (ბათუმი)