ფეხბურთი

14:35 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: “ესპანურ კლუბებთან დაპირისპირება არ მსურს”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ “ჩელსისთან (3:0) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. 33 წლის ნახევარმცველის თქმით მეოთხედფინალში ესპანურ გუნდებთან დაპირისპირება არ სურს მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იცნობს.

“ჩვენი წარმატების გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ ყველანი ერთი მიმართულებით მივდივართ. მოთამაშეებს სჭირდებათ გულშემატკივრები და სწორედ გულშემატკივრები გვხდიან უფრო ძლიერს, მათ მიერ გავსებული მოედნები.

მესი? მასზე ლაპარაკი არ წყდება. ის ყოველ ჯერზე უფრო დიდ ფიგურად ყალიბდება. ის უბრალოდ შეუცვლელია და ვიმედოვნებ, რომ ლიგას მოვიგებთ.

სასურველი მეტოქე? უბრალოდ ერთს ვიტყვი – არ მსურს ესპანურ კლუბებთან დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად ვიცნობთ”, - განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 3 წარმომადგენელი მხოლოდ ესპანეთს შემორჩა -“ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “სევილია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11885