ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის, მარკო ვერატის აგენტი, მინო რაიოლა თავისი კლიენტის “ბარსელონაში” გაყიდვას სცდილობს.
როგორც L’equipe იტყობინება, იტალიელ ფეხბურთელს პარიზში დარჩენა არ სურს და ახალი სეზონიდან კარიერის კატალონიაში გადაბარგება სურს. რაიოლა იმედოვნებს, რომ “ბარსას” დაიყოლიებს, რომ პსჟ-ს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, გაჩნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში პარიზს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის, ვერატიც დატოვებს.