“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი “სევილიასთან” (1:2) “წითელი ეშმაკების” თამაშს აფასებს. ინგლისელის განცხადებით, “მანჩესტერს” მოგების მცდელობაც არ ჰქონია.
“მწვრთნელს უყვარს კონტრშეტევებზე თამაში, მაგრამ რთულია გაიგო ამ თამაშის არსი. არ იყო სურვილი, ენერგია, სიჩქარე – ეს აუხსნელია. “იუნაიტედს” არც კი უცდია მატჩის მოგება. მოურინიო ხედავდა, რომ სანჩესი ვერ თამაშობდა. ვფიქრობ, მან ჯერ კიდევ არ იცის, შეტევაში კომბინაციურად როგორ ათამაშოს გუნდი”, - განაცხადა სქოულზმა.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” “სევილიასთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.