ფეხბურთი

18:25 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დეპაის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

იტალიური “მილანი” “ლიონის” შემტევის მემფის დეპაის შეძენას გეგმავს. Tuttosport-ის ინფორმაციით, “როსონერი” ზაფხულში ჰოლანდიელი გარემარბის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გაიღებს და “ლიონის” დაყოლიებას ეცდება.

აღსანიშნავია, რომ დეპაიმ “მანჩესტერში” წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ათამაშება მოახერხა. ფრანგული გუნდის რიგებში ჩატარებულ 59 მატჩში მემფისმა 17 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

დეპაის გარდა, “სან სიროზე” “სუონსის” ნახევარმცველის, კი სონ ენის გადაბირებასაც აპირებენ.

0.112161