უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 6 მეოთხედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ორ-ორი გუნდი უკვე ჰყავთ ხსენებულ ეტაპზე ინგლისს, ესპანეთსა და იტალიას. საინტერესოა, რომ სერია A-ს 2 გუნდი ჩემპიონთა 1/4 ფინალში 11 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
ბოლოს მსგავსი შედეგი აპენინელებს 2006-2007 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც “მილანი” და რომა” გავიდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის.
ამჯერად კი, იგივე “რომა” და “იუვენტუსი” დაიცავენ იტალიის ღირსებას.