“რომასა” და “შახტარის” მატჩის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. 79-ე წუთზე “ჯალორისიმ” ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, თუმცა, რადგან მასპინძლები სასურველი ანგარიშით იყვნენ წინ, დიდად არ ჩქარობდნენ.
“შახტარის” თავდამსხმელი ფაკუნდო ფერეირა კი, სრულიად საპირისპირო მხარეს ბურთის მომწოდებელ ბიჭუნასთან მივიდა, რომ ტყავის სფერო სწრაფად შეეტანა მოედანზე. არგენტინელმა ამისთვის ფიზიკური ძალაც გამოიყენა და ბიჭი სარეკლამო ბანერს შეანარცხა.
ამ ფაქტმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და ფეხბურთებელების დაშოშმინებას კარგა ხანი დასჭირდა...